ნიკოლოზ წულუკიძე: „ხალხის დიდმა სიყვარულმა გადამარჩინა, ქუჩაში გამოვიდოდი და მანქანები ჩერდებოდნენ, ისეთი სითბო იყო, ყველა ნაბიჯზე იყო ვალდებულება, რომ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება“

0
1
ნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძემ „აჭარის მაუწყებლის“ ეთერში მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

როგორც მსახიობმა და ტელეწამყვანმა აღნიშნა, მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, ხალხის სიყვარულმა გადაარჩინა.

„ნამდვილად ვგრძნობ დიდ სიყვარულს, ზღვა სიყვარულს ადამიანებისგან, რომელმაც მე მაგალითად ერთხელ გადამარჩინა. თუ რამ გადამარჩინა, აი მაგან – ხალხის დიდმა სიყვარულმა.

მძიმე დღეები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში გამოვიდოდი და მანქანები ჩერდებოდნენ, ისეთი სითბო იყო, ყველა ნაბიჯზე იყო ვალდებულება, რომ მე უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და შემდეგი ნაბიჯი გადამედგა. გამოწვდილი ხელი შენ გავალდებულებს, რომ უკეთესი იყო…“ – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.