მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ სინანულის შესახებ, რაც მთელი ცხოვრებაა მოჰყვება:
„ერთი შვილის მეტი რომ არ გავაჩინე, ეს აბსოლუტურად შეგნებული საქციელი იყო. მე თუ შვილს გავაჩენდი, გავაჩენდი ისევ ჩემი პირველი ქმრისგან. არ მოვინდომე და ვნანობ, ნეტავ, ბევრი შვილი გამეჩინა. ქეთი დედისერთაა, სამაგიეროდ, ვარ სამი ბიჭის ბებია.
რომ მკითხოთ, პირად ცხოვრებაში ვნანობ თუ არა რაღაცებს, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია, ვნანობ. ერთადერთი, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ. ცოტა უფრო დიდი გოგო რომ ვყოფილიყავი, იქნებ, ეს შეცდომა არ დამეშვა…“




