„მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მეჩხუბა“ – გიორგი წიტაიშვილი

0
141

„ამაყი ქართველი“ „ცხოვრება შიშის ქვეშ“ „ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა.

გიორგი წიტაიშვილმა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზეც ილაპარაკა, როდესაც მისი შვილი მოევლინა ქვეყანას.

„მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა. ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

ცნობისათვის, გიორგი წიტაიშვილი და სოფია მურზა გასულ წელს დაქორწინდნენ. ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. სოფია მურზა გიორგი წიტაიშვილის ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here