მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია გადაცემაში საუბრობს, როგორ დაითანხმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ინტერვიუზე და რა როლი ითამაშა ამაში „მეგრულმა ძალამ“.
„არ ვიცი ვის დაუკავშირდი, მაგრამ შენი სახელი მიხსენეს. უარს ვერ გეტყოდი ვერანაირად“, – იხსენებს ილია თოფურია.
ლელა წურწუმია კი აცხადებს, რომ თავდაპირველად ილიასთან დაკავშირება დეიდამისის დახმარებით სცადა.
„დეიდამისს ვესაუბრები და მეუბნება ასეთ რამეს, „სიურპრიზი“ და უცებ – მუჭორექ ლელა? ასე გამესაუბრა ილია“, – ამბობს ლელა წურწუმია.
„შენი სახელი მიხსენეს. ლელას თუ უნდა ინტერვიუ რას მალაპარაკებთ, შემოევლოს ჩემი თავი-მეთქი.
ბავშვობიდან გიცნობ, შენს სიმღერებზე კარგი დრო გვაქვს გატარებული“, – ამბობს ილია.