„მუსიკალური სიურპრიზები და უკვდავი კომპოზიტორების განუმეორებელი ნამუშევრები“ – 12 აპრილს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მარიო სტეფანო პიეტროდარკის უნიკალურ საღამოს უმასპინძლებს

0
10
მარიო სტეფანო
მარიო სტეფანო

12 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აკორდი და SPARKS წარმოგიდგენთ
ასტორ პიაცოლას, ნინა როტას, რობერტო დი მარინოსა და ენიო მორიკონესადმი მიძღვნილ საღამოს.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო დონის იტალიელი ვარსკვლავი, ბანდონეონისტი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტალისტია.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება პიანისტი დავით ალადაშვილი, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი ( პირველი ვიოლინო კონსტანტინე გოცირიძე) და კამერული ორკესტრი.

საღამოს პირველ განყოფილებაში მსმენელს მუსიკალური სიურპრიზები ელოდება, ხოლო მეორე განყოფილებაში ზემოხსენებული უკვდავი კომპოზიტორების ნამუშევრები შესრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here