მსოფლიო დონის ქართველი სპორტსმენი ნინი ონიანს წლების განმავლობაში სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა: „რა თქმა უნდა, საჩურებს უკან ვაბრუნებდი“

0
83

მოდელი ნინი ონიანი გადაცემას „ია ფარულავას კონვერტი“ სტუმრობდა, სადაც გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე სხვადასხვა აქამდე უცნობ თემებზე ისაუბრა და წამყვანის შესაბამის კითხვებსაც უპასუხა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის შემთხვევაში, ნინი ონიანს 5 ათასი ლარის მოგების საშუალება ჰქონდა, უპასუხოდ დატოვა.

წამყვანის თქმით, კონვერტში მითითებული იყო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსოფლიო დონის ქართველი სპორტსმენის სახელი და გვარი, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს და მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე ნინის ონიანს საჩუქრებსა და სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა.

„ამ კონვერტს არ გავხსნი, არაფერი მიღირს ახლა ვიღაცის ოჯახის დანგრევად, მით უმეტეს საკმაოდ ცნობილი ოჯახია, მრავალი შვილი და.. ცნობილი ადამიანები არიან ორივე.. საჩუქრებს აღარ მიგზავნის, შეწყვიტა, რა თქმა უნდა, უკან ვაბრუნებდი საჩურებს“‚ – თქვა ნინი ონიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here