მსახიობ გია ფერაძის რუსეთში მცხოვრები ვაჟი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული

0
1990
გია ფერაძე
გია ფერაძე

მსახიობ გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ახლახან დაქორწინდა.

მისი რჩეული ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ქსენია ბეზუგლოვაა, რომელიც ამჟამად სამოტივაციო სპიკერია. ქსენია 2008 წელს ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რის შედეგადაც ეტლში აღმოჩნდა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

გიორგისა და ქსენიას ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გრძელდება, ახლახან კი წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.

„მიყვარხარ, ჩემი სამყარო ხარ“, წერს ერთ-ერთი ერთობლივი პოსტის ქვეშ გიორგი ფერაძე.

ქართელმა საზოგადოებამ გიორგი ფერაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო.