მსახიობმა და ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა და ექიმმა ლევან ნარეშელმა ჯვარი დაიწერეს. წყვილმა ცერემონიის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჯვარი ბოდბეში დაიწერეს.
მსახიობი საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას შესრულებული როლით გაიცნო, თუმცა დიდი ხანია, რაც სერიალში აღარ გამოჩენილა და ერთ-ერთ არხზე დილის გადაცემა მიჰყავს.
წყვილი 2021 წლიდან ერთად ცხოვრობს, კოვიდის დროს მხოლოდ ხელისმოწერა შეძლეს. თაკოს მეჯვარე, როგორც ხელის მოწერისას, ასევე ჯვრისწერაზე, მისივე კოლეგა, “დოჩის” როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა იყო.