მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორი სანდრო ელოშვილი ავრცელებს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს.
„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“, – წერს სანდრო ელოშვილი.
ცნობისთვის, მსახიობი დიდი ხანია, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ებრძოდა…
სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.