ნანიკო ხაზარაძის მიერ ტელეკომპამია „იმედის“ დატოვებამ, საზოგადოებაში გააჩინა კითხვა, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად სახელდება ორნელა მუტის სტუმრობა გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“, სადაც ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც ორნელას სახელი შეეშალა, სახელი შეუსწორა და თავში მსუბუქად წაარტყა ხელი, რამაც გია ჯაჯანიძის გაბრაზება გამოიწვია.

ambebi.ge დაუკავშირდა გია ჯაჯანიძეს და მასთან ვრცელი კომენტარი ჩაწერა მომხდარ ფაქტთან და ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„საერთოდ, ადვილად ვპატიობ ყველას ყველაფერს. ხომ გითხარით, ძალიან გვიან ჩამოვფრინდი და არც მინახავს კომენტარები. ადამიანი როდესაც ამბობს, რომ სამსახური დავტოვე, რაც არ უნდა იყოს, ხომ არ შეიძლება იმ ადამიანის ასეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა. მოხდა და გაიარა, იმ წამს, უნებლიედ მოხდა.
ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს (ხომ ხედავთ გვქონდა -მეთქი არ ვამბობ), შეიძლება იმ წუთას ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი. მე უბრალოდ ვერ ვუყურებ ნანიკოს „იმედიდან” წასვლას. როცა არსებობს ღალატი, ტრაგედია და სიკვდილი, არაფერი – არაფერია…“
ვრცლად ინტერვიუს წაიკითხავთ აქ.




