„მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა ხომ გაგიგიათ? ეგრე ოღონდ პირიქით… ვინმეს სიტყვა კაცი რომ ეთქვა, მბურძგლავდა“ – ანასტასია რუსია გამომწერებს პასუხობს

ანასტასია რუსია

ინფლუენსერი ანასტასია რუსია სოციალურ ქსელში გამომწერების სხვადასახვა კითხვებს პასუხობს.

შენი ცხოვრების რა ეტაპზე გამოჩნდა სანდრო შენს ცხოვრებაში და ელოდებოდი, თუ ნაკლებად? – ეკითხება ანასტასიას გამომწერი.

„მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა ხომ გაგიგიათ? ეგრე ოღონდ პირიქით. ძალიან შავ, მოღრუბლულ ცაზე მზე გამოვიდა. ველოდი კი არა, ვინმეს სიტყვა კაცი რომ ეთქვა, მბურძგლავდა. ძალიან საინტერესო გაცნობის ისტორია გვაქვს და ჯერჯობით მინდა ჩემთვის დავიტოვო“, – წერს ანასტასია რუსია.

შეგახსენებთ, ანასტასია და ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას შვილი, სანდრო ჩიჩუა შეყვარებულები არიან. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურები არიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ მათი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.

Scroll to Top