„მოდიან, კოცნიან და პანიკაში არიან.. ლექსო ძალიან ცივი ადამიანია, დილას რომ დგება, უკვე ცუდ ხასიათზეა – ლექს-სენის მეუღლე ოჯახურ სირთულეებზე

0
86

ქართველი რეპერი ალექსანდრე ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი მეუღლესთან, ტატიანა ბურიასთან ერთად გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” იმყოფებოდა სტუმრად.

ტატიანა ლექს-სენისა და მისი ფანების ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება ხშირად არ მოსწონს.

„არ მომწონს საქციელები როგორც იქცევიან და როგორც ჩემი ქმარი პასუხობს. მოდიან, კოცნიან და პანიკაში არიან. რამდენჯერმე ვნახე მისი ფანები და მეგონა ცუდად ხდებოდნენ, ისე კიოდნენ. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, აკოცეს და არ შეიძლება ასე. თუ დალიეს ხომ საერთოდ, მთვრალი ქალი კატასტროფა ყოფილა”, – ამბობს ტატიანა.

ქალ­მა მე­უღ­ლის რთულ ხა­სი­ათ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­პე­რი სულ არ ყო­ფი­ლა რო­მან­ტი­კუ­ლი და უფრო მე­ტიც, ის ხში­რად იღ­ვი­ძებს ცუდ ხა­სი­ათ­ზე:

ტა­ტი­ა­ნა:

– ლექ­სო არ არის რო­მან­ტი­კუ­ლი, ძა­ლი­ან რა­ღაც­ნა­ი­რი ცივი ადა­მი­ა­ნია. სულ ვთხოვ ჩა­მე­ხუ­ტე. რა­ტომ უნდა სთხო­ვო, მოდი ჩა­მე­ხუ­ტე. ერთი წუთი და მე­უბ­ნე­ბა, გე­ყო­ფა. არ მახ­სოვს, ბო­ლოს სად დამ­პა­ტი­ჟა. ძა­ლი­ან რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, ეს მარ­ტო ჩემი აზრი არ არის, ჩვენს წრე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ასე თვლის. მისი სამ­ყა­რო აქვს.

ლექ­სო:

– ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვხუმ­რობ­დეთ, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არის. ცხოვ­რე­ბა რომ მი­დის, რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ, სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი. მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რომ მა­გა­ლი­თად უკ­რა­ი­ნის თე­მის შემ­დეგ, რო­დე­საც ფე­ის­ბუქ­ზე რა­ღაც დღე­სას­წა­უ­ლია, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია ფე­ის­ბუქ­ზე, აი, მე ეს გა­ვა­კე­თე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, შე­ნიშ­ვნა მი­მი­ცია, არ არის ლა­მა­ზი, აიღე, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი იქ არი­ან, მისი ძმა ომ­შია. შე­იძ­ლე­ბა ეს ჩემი პე­დან­ტო­ბაა, შე­იძ­ლე­ბა მე ვცდე­ბი, არც უნდა იყო ასე, ცხოვ­რე­ბა ხომ მა­ინც გრძელ­დე­ბა. ესეც სირ­თუ­ლეა ალ­ბათ, უთ­ქვამს, ეგ რა შუ­ა­შია, შენ რთუ­ლი ხა­სი­ა­თი გაქვს.

ტა­ტი­ა­ნა:

– ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მთა­ვა­რი მოთ­მე­ნაა. ავი­ღოთ ლექ­სოს ხა­სი­ა­თი, დი­ლას დგე­ბა ცუდ ხა­სი­ათ­ზე. სულ ერთ ხაზ­ზეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here