59 წლის ასაკში, მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სამწუხარო ამბის შესახებ მომღერლის ვაჟმა, მიშელ გურიელაშვილმა გაავრცელა.
„დიდი მწუხარებით ვწერ, რომ მამაჩემის სული სამყაროს შემოქმედმა ჩაიბარა“… – წერს მომღერლის შვილი.
კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ მისი ახლობლები, კოლეგები და მეგობრები:
მომღერალი ზურა ხაჩიძე:
“კაკული გურეილაშვილი ძალიან, ძალიან გვატკინე გული ძმაო! ვიზიარებ საქართველო და ვუსამძიმრებ ოჯახს,მის გარდაცვალებას! ღმერთმა მოიხსენოს შენი სული!ამინ”.
პროდიუსერი ლევან კირვალიძე:
“რა სამწუხაროა, თქვენნაირი ადამიანები რომ გვტოვებენ, ბატონო კაკული – ნამდვილი ლეგენდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი” –
“კაკული, უმაგრესი კაცი” – წერს “ფეისბუქზე” პროდიუსერი კახა მამულაშვილი.
„კაკული 💔 ძალიან კეთილი და კარგი კაცი წავიდა… სულ გვეყვარები… შეხვედრამდე“, – წერს ნინი შერმადინი.
„ნაღდი“ იყო კაკული. გულიანი, იუმორიანი და როგორი მადლიანხმიანი. ძალიან მეწყინა“, – წერს თიკა ფაცაცია.