ხატია წერეთელი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო.
როგორც ის აღნიშნავს, სურს რომ მის გარშემო აგორებულ ჭორებს ბოლო მოეღოს.
„მინდა ჭორებს ბოლო მოეღოს. ისინი ვინც დააკავეს ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
ჩემი სალონი დალუქულია და არც ვაპირებ რომ მუშაობა გავაგრძელო. ისედაც ძალიან დაღლილი ვიყავი. ავდგები და ახალ რამეს გავაკეთებ.
მაქვს საოცარი ხელი და ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული საჭმელი ყველა აღნიშნავს.
მინდა რაიმე ნაკლებად დამღლელი საქმე. მასაჟთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციები შემიძლია გავცე. ეს საქმე ქალის არ არის“, – საუბრობს ხატია წერეთელი.




