„მიზეზი არ ვიცი…“ – რატომ აბრალებდნენ ნინუცა ორჯონიკიძეს გვანცა დარასელიას ტელევიზიიდან წასვლას

გვანცა და ნინუცა

გვანცას პოდკასტს“ ნინუცა ორჯონიკიძე სტუმრობდა. ნინუცამ ისაუბრა გავრცელებულ ჭორზე, რომ „რუსთავი 2“-დან გვანცას წასვლა სწორედ მას უკავშირდებოდა:

„ვიღაც არსაიდან რომ მოდის იქ, სადაც წლების განმავლობაში ტრიალებდა ხალხი, სისულელეა, რომ მარტივად მიგიღებენ. ტელევიზიაში გვიან მივედი. არ მწყენია და ასე მოვექცევი სხვასაც. მაგიდასთან ადგილი უნდა დაიმსახურო…

ფოტოების ქვეშ ხალხი სულ გვწერდა, გვანცა, დაბრუნდი, სად ხარ? ეს პერიოდი, როცა შენ არ იყავი, „რუსთავი 2-ის ვებსაიტზე სულ წერდნენ. რაღაც პერიოდი მეც მაბრალებდნენ, რომ კონფლიქტი გვქონდა, არადა, არ ვიცნობდით ერთმანეთს… უნდოდი ყოველთვის ხალხს, რომ ეკრანზე დაბრუნებულიყავი…“

გვანცა დარასელია აღნიშნავს, რომ ეს უხერხული მომენტი იყო:

„ვიღაც არასწორი ადამიანები გვაპირისპირებდნენ ერთმანეთს რატომღაც, მიზეზი არ ვიცი… ეს უხერხული მომენტი იყო ჩემთვის, თან, არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ შორის არასდროს არაფერი ყოფილა, რამე არ შეგეშალოთ. ეცადნენ, რომ აეგორებინათ და არ გამოვიდა…“

Scroll to Top