მთაწმინდის პარკში 5 ნოემბერს ყველისა და ცხელი სასმელების დღე გაიმართება

0
85

კვირას, 5 ნოემბერს 12:00 საათიდან, მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება ყველისა და ცხელი
სასმელების დღე.

მთაწმინდის პარკში მისულ სტუმარს დახვდება, ცხელი ყველი (ფონდიუ) და ყველის ნაირსახეობები, ცხელი სასმელები, ადგილზე გამოიხდება არაყი.

„გინდა დააგემოვნო ცხელ-ცხელი ყველი და სასმელები ყველაზე ჯანსაღ გარემოში ?
შემოგვიერთდით 5 ნოემბერს – სიცივეს ყველაზე მეტად უხდება ცხელი გლინტვეინი, ჩაი და ცხელი, მოთუხთუხებული ყველი (ფონდიუ). მთაწმინდის პარკში დაგხვდებათ ცეცხლის კოცონი, მუსიკა, გემრიელობები და სუფთა ჰაერი“. – აღნიშნულია მთაწმინდის პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here