მომღერალმა მზია გეწაძემ გადაცემაში „ღამის პრაიმტაიმი“ ოჯახის შექმნის ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ღამის გასათევად დარჩა ოჯახში, სადაც დაიტოვეს, შემდეგ წამოსვლა ვეღარ გადაწყვიტა, რადგან „ვერავის დაუმტკიცებდა, რომ ქალიშვილი იყო“.
„მე რომ მქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემ ქმართათ ერთად თანაცხოვრების მცდელობა მქონოდა, ალბათ ეს ქორწინება არ მოხდებოდა. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვიყავით. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ სხვა ადამიანი მიყვარდა. ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს. იმდენად შოკირებული ვიყავი, ვერაფერი ვეღარ ვქენი. მე რომ იმ ოჯახიდან წამოვსულიყავი, ვერავის დავუმტკიცებდი, რომ ქალიშვილი ვიყავი. ცალი თვალით საყურებელი გავხდებოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ასე მოხდა. როცა გადავწყვიტე და ჩემი შვილი წამოვიყვანე, უკვე გაცილებულის სახელი მქონდა“. – იხსენებს მზია გეწაძე.
მისი თქმით, პირველი ღამის ინიციატორი თვითონ იყო.
„ექიმის რჩევა მივიღე, როგორ უნდა შედგეს პირველი ღამე და მე ვიყავი იმის ინიციატორი, რომ ეს პირველი ღამე შემდგარიყო“. – იხსენებს მზია გეწაძე.