„მე გავიზარდე იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც იძულებით მოუწია საკუთარი სახლის დატოვება“ – მიკი ჯეჯელავა ახალ სერიალში – „სოხუმი“

მიკი ჯეჯელავა

გასულ წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციიდან 32 წლის შემდეგ, საქართველოს კინოთეატრებსა და cavea.plus-ზე მინისერიალის, „სოხუმი“ პრემიერა შედგა.

სოხუმის დაცემის ბოლო დღეები, საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებები და ისტორიები – რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ნამუშევარი სოხუმის დაცემამდე პერიოდსა და საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს.

სერიალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები, რომლებიც ისტორიული ფიგურების როლებს ასახიერებენ. ჟიული შარტავას როლს დავით ბეშიტაიშვილი ირგებს, ედუარდ შევარდნაძის როლს გოგა პიპინაშვილი ასრულებს, ხოლო ზვიად გამსახურდიას როლს – თემიკო ჭიჭინაძე.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანდრო ჭიჭინაძეია შუღლიაშვილითამუნა ნიკოლაძეპაატა ინაურივანიკო თარხნიშვილი და თეატრისა და კინოს სხვა მსახიობები.

რიგით პირველ ეპიზოდში ვიხილეთ „ფორტუნა პლუსის“ წამყვანი, მიკი ჯეჯელავა. მან ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცის როლი შეასრულა.

იხილეთ ვრცლად  „ფორტუნა პლუსზე“.

Scroll to Top