„მეც და მარიამმაც ხომ ვიცით, რა და როგორ იყო… იმიტომ, რომ ხალხი რაღაცებს ჭორაობს, ეს გავატარეთ“ – ნუცა თოფურია

0
765
ნუცა თოფურია/ მარიამ შენგელია
ნუცა თოფურია/ მარიამ შენგელია

პოდკასტში „დიდი ქვიზი“ ნუცა თოფურიამ უპასუხა კითხვას მისი და მარიამ შენგელიას მეგობრობის შესახებ. გარკვეული პერიოდი ისინი ერთად საჯაროდ აღარ ჩნდებოდნენ, ახლა კი მათი ურთიერთობა ძველ კალაპოტს დაუბრუნდა…

კითხვაზე, როცა საზოგადოება წერდა შენზე და მარიამზე, რომ დაშორდნენო, ეს გაღიზიანებდათ თუ გეცინებოდათ?, ნუცა პასუხობს:

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა… სულ ვიყავით ერთმანეთის ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართულები, ყველა დეტალში. იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ხალხს გაეგო, არ დაგვიწერია არაფერი. უბრალოდ, იყო ცოტა რთული პერიოდი, როცა მოხდა ბუნებრივად, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგულშემატკივროთ ასე საჯაროდ.

არც დაგვიყენებია არასდროს რამე წინ. როცა ვიცი, რომ ამ ადამიანს აბსოლუტურად გულწრფელად ვგულშემატკივრობ და გვერდში ვუდგავარ, იმიტომ, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, მე ვგულშემატკივრობ მარიამს… მეც და მარიამმაც ხომ ვიცით, რა და როგორ იყო… იმიტომ, რომ ხალხი რაღაცებს ჭორაობს, ეს გავატარეთ…“