„მეორედ გავდივარ ამ გზას, აღმოჩნდა, რომ არის რეციდივი, მეტასტაზური… მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც…“ – ნატო მეტონიძე

ნატო მეტონიძე

„მეორედ გავდივარ ამ გზას… აღმოჩნდა, რომ არის რეციდივი, მეტასტაზური… მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე…გვეგონა ფილტვი, რადგან ჩემი ძმა იმ მომენტში ფილტვის სიმსივნის რთულ სტადიას გადიოდა“, – მომ­ღე­რა­ლმა ნატო მეტონიძემ კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი თა­ვის პოდ­კას­ტში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დაავადება პირველად 2011 წელს დაუდასტურდა.

„პირველად, დიაგნოზის შესახებ 2011 წელს გავიგე, სარკეში აღმოვაჩინე, თვალსაჩინო იყო. ექიმს მივაკითხე. ოპერაცია ავსტრიაში გავიკეთე, სხივური თერაპიაც იქ ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ დაავადება ძალიან კარგ ეტაპზე აღმოვაჩინეთ. ამ დაავადებასთან ბრძოლა თუ გიწევს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაკითხო სპეციალისტს. ამ დროს ბევრად მარტივია აქედან თავის დაღწევა და გზაც, რასაც გადიხარ, ისიც ბევრად მარტივია“, – ამბობს მომღერალი.

Scroll to Top