მარი ნაკანი: „პროექტი დავტოვე პირველ მეუღლესთან შესარიგებლად და სასამართლო დავტოვე მეორე მეუღლესთან ერთად…“

0
142
xr:d:DAEzAhmyTZU:307,j:8300557821392295137,t:24040312

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ ფოტოგრაფები მარი ნაკანი და მისი მეუღლე გიორგი მამასახლისი ესტუმრნენ.

როგორი ბავშვი იყო მარი ნაკანი?

მარი: სხვათა შორის, მარტოკინა ბავშვი ვიყავი – დედისერთა ვარ. მშობლები განქორწინებულები იყვნენ, მამა საბრძოლველად აფხაზეთში წავიდა, ექიმი იყო და დიდი ხნის განმავლობაში შიშებში ვიყავი, რომ მამა აღარ დაბრუნდებოდა. შიშით და შფოთვით სავსე ბავშვობა მქონდა. ვლოცულობდი, დამდგარიყო ისეთი დრო, რომ სანერვიულო აღარ გვქონოდა.

მახსოვს, რუსთაველზე ვცხოვრობდი, ტყვია პირდაპირ სახლში შემოვარდა. ვერ ვიტყვი, რომ განებივრებული ბავშვობა მქონდა. ძირითადად, ბაბუაჩემი მზრდიდა, ის არქიტექტორი გახლდათ, უამრავი რამ შექმნა. მახსოვს, იაპონელები ჩამოვიდნენ სტუმრად და ბაბუაჩემი დააჯილდოვეს. გამიმართლა, ბაბუა არ მახვევდა თავს საკუთარ სურვილებს, არასდროს მოუწოდებია, სამხატვრო აკადემიაში მესწავლა, ღელავდა ჩემზე, ადრე რომ დავქორწინდი. წოლითი რეჟიმი მქონდა და სწავლას თავი დავანებე.

ბაბუამ ფოტოაპარატი მაჩუქა – „ზენიტი“, მითხრა, რომ გრძნობდა, ფოტოგრაფობა კარგად გამომივიდოდა. მერე მითხრა, ახლა შუქი ჩაქრებაო – შევარდნაძის პერიოდი იყო – დავანთეთ სანთელი და ამ დროს დავარდა და სული დალია. ჩამომექცა ცა, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მარტოხელა დედა ვიყავი. გურამ წიბახაშვილთან მივედი და ვუხარი, რომ ჩემთვის შანსი მოეცა. „ვარდების რევოლუციის“ დროს მან თავისი აპარატი მათხოვა და ფოტოების გადასაღებად გამიშვა. ვხედავდი ბარიკადებს, იდგა დაცვა, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. უეცრად დავინახე, როგორ მიახლოვდებოდა ბოშა ქალი თოთო ბავშვით ხელში, რომელიც ყვიროდა: „გაუმარჯოს“, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს კადრები აღვბეჭდე. გურამს ეს ნამუშევარი ძალიან მოეწონა და მითხრა, აგიყვანო. ფოტოშოპი ინტერნეტკაფეში ვისწავლე. ფორუმზე გავიცანი მოდერატორი, რომელმაც შემომთავაზა, მე გასწავლი პროგრამასო და აი, ასე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, გიორგი მამასახლისი. 

გიორგი: ჩემი და მარის შეხვედრა ძალიან განსაკუთრებული იყო, „მოკლე შეერთებას“ ჰგავდა. უკვე 19 წელია ერთად ვართ, ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობაა, მასთან ერთად არასდროს მოიწყენ. მას ყველაფერზე განსხვავებული აზრი აქვს, შეუძლია აგანთოს. ყოველივე ეს ჩვენს სკოლაში გადმოვიტანეთ. მომწონს კრიტიკა, ეს დამაფიქრებს ხოლმე. ის არასდროს არის მიკერძოებული, სახეში გეტყვის ყველაფერს. როცა მარის ნამუშევრები დავინახე, მივხვდი, რომ ამ ფოტოების მიღმა განსაკუთრებული ადამიანი იდგა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა.

ინტერვიუ იხილეთ სრულად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here