„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას“, – წერს ტელეკომპანია „ფორმულა“.
გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
მიუსიკ ბოქსი მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.