„მოევლინა ამ სამყაროს!“ – ვახო კანდელაკი და მარიამ როინიშვილი გოგონას მშობლები გახდნენ

0
840
მარიამ როინიშვილი/ვახო კანდელაკი
მარიამ როინიშვილი/ვახო კანდელაკი

მომღერალი და მსახიობი მარიამ როინიშვილი და მსახიობი ვახო კანდელაკი გოგონას მშობლები გახდნენ.

ახალშობილს კირა დაარქვეს. მსახიობი გია როინიშვილი ამ ბედნიერ წუთებს ყველას უზიარებს და ფეისბუქზე წერს. 

„კირა კანდელაკი მოევლინა ამ სამყაროს! ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი ამყოფოს! კიდევ ერთი შვილიშვილი” – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში. 

პირველი ქორწინებიდან მარიამს და ვახოს შვილები ჰყავთ. მარიამს ქალიშვილი, ვახოს – ვაჟი…