Creative Gathering – შეხვედრა, სადაც ადამიანები, იდეები და პროფესიული გზები იკვეთება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ღონისძიებების მართვა აინტერესებთ – ვისაც უყვარს, ვინც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით ან პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს გაიგოს სცენისმიღმა დეტალები.
ეს არ არის უბრალოდ შეკრება – ეს არის საერთო გამოცდილება.
აქ გაიგებ, რა დგას კრეატიული სფეროს მიღმა, როგორ იქმნება ერთი შეხედვით მარტივი ღონისძიებები – ის ამბები, პროცესები, ადამიანები და გზები, რომლებიც მელომანებისთვის უხილავია.
რატომ უნდა მოხვიდე?
ახალი ადამიანები და ინსპირაცია – საუბრები, კავშირები და საერთო ინტერესები
პანელური დისკუსია ციცი იაშვილთან – კრეატიული პროცესის შიდა სამყარო
კურსდამთავრებულთა გამოცდილებები
მუსიკა – Katwob-ის და Pleasure Hunters-ის მუსიკალური მოგზაურობა
გათამაშება – Creative Studies-ის კურსის მოპოვების შანსი
თუ თვლი, რომ შენი და კრეატივის გზები უნდა გადაიკვეთოს, მაშინ შემოგვიერთდი.
Creative Studies Online ციცი იაშვილის საავტორო კურსია, რომლის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ღონისძიებების მართვის საფუძვლები და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილებით დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის – https://www.facebook.com/share/1EWw1UGhd7/ | https://creativestudies.online/




