„თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა“ –  ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე ტრაგედიაზე, რომელმაც ყველა შეძრა

ლიკა კუჭუხიძე

კვირას, 5 აპრილს – ლიკუნა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში იქნება სტუმრად.

ლიკა იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრებს, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა.

„თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო თქვა, ლიკას მიმიხედეთო, ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ…

ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ…

ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა, სულის ტკივილამდე რომ ადამიანი მოგენატროს, აი, მაგ დონეზე მენატრება…“ – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

Scroll to Top