„ზურას ერთი წელია, არ ველაპარაკები“ – გიორგი ყიფშიძე მამასთან ურთიერთობაზე

0
4655

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.

„უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… გეტყვით მოცემულობას და მიხვდებით რატომ. გამოვდივარ საავადმყოფოდან, ახალი „გათლილი ნერვებით“, გუშინწინ ცოლმა მიმატოვა, ბავშვი ვერავის დავუტოვე, სპექტაკლი იწყება, ბაკულა მაქვს სათამაშო და ამ მდგომარეობაში ხალხში მაგინა.

საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვარ და მე მაგინებ-მეთქი? მაშინ ნაღდად არ დამიმსახურებია. ყველაზე არასწორ დროს მაგინა და დაგროვილი რაღაცები ჩემზე გადმოანთხია.. მოკლედ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის..

კოლეგები ვართ, ფილმში ერთად ვთამაშობთ, მაგრამ აქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა. კიდევ რომ დავმეგობრდეთ, 15 წუთში ისევ მოხდება მსგავსი რამ, რაც 15 წლიან ჩხუბს გამოიწვევს…

ბოროტი არ არის, ძალიან კარგი კაცია, ბრალოდ უმამოდ გაზრდილია თვითონ“,- ამბობს გიორგი ყიფშიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here