ვის გაუნაწყენდა და რატომ გადაიპარსა თმა მარინა კახიანმა – როგორ იხსენებს მსახიობი პირველ წარუმატებლობას

0
68

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად მარინა კახიანი იმყოფებოდა. მსახიობმა პირადი და პროფესიული ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.

მათ შორის პირველ პროფესიულ დარტყმაზე.

„ერთ-ერთი სპექტაკლი უნდა დაედგა ბატონ რობიკო სტურუას, მე ვიცოდი და სხვებმაც მითხრეს, რომ მე უნდა მეთამაშა ამ სპექტაკლში, განაწილება რომ გამოაკრეს, მე არ ვიყავი ამ განაწილებაში, ეს იყო პირველი სერიოზული დარტყმა, როგორც მსახიობისთვის, ავედი ჩემს ოთახში, ბევრი წყალი შევისხი სახეზე, ვიტირე, შემდეგ შევიღებე, გავლამაზდი და ჩამოვედი გაღიმებული.

აი, სახლში რომ მივედი, ავიღე დიდი სარკე და დავიწყე თმის შეჭრა, დიდი თმა მქონდა მაშინ. ნელ-ნელა ვიჭრიდი, ეტყობა ამ ქმედებაში ჩავაქსოვე ეს წყენა და ბოლოს მთლიანად გადავიპარსე და ეს იყო შვება“ – იხსენებს წლების წინანდელ ისტორიას მარინა კახიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here