ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში „მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატთა დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა

0
379

21 აპრილს ქ. თბილისის ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში გაიმართა საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ტრადიციული ყოველწლიური ეროვნული კონკურსს ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატთა დასკვნითი გალა-კონცერტი.

კონკურსი უკვე მე-17 წელია, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გრანპრის და პირველი საპრიზო ადგილის მფლობელებს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცემათ ფულადი პრემიები.

27 აპრილს კი „მომავლის ვარსკვლავების” ფარგლებში ჩატარდება საგუნდო კოლექტივების დასკვნითი გალა-კონცერტი ხაშურის სამუსიკო სკოლაში, სადაც ჟიურის რჩეული 50 საგუნდო კოლექტივი წარსდგება მუსიკალური საზოგადოების წინაშე.

ცნობისთვის, „მომავლის ვარსკვლავები” დააფუძნა ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა და ღირსების ორდენის კავალერმა – ნინა კუპატაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here