ვიდეო: „ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა, ვზივარ სახლში, ტყეში..საერთოდ არსად არ დავდივარ“.. – მაკა ჩიჩუა

0
22514

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმრობდა.

მაკამ გადაცემაში ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჯერად სრულად ბავშვებზეა გადართული.

„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა….ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი.

ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ.

ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე. მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა.

იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია..უყურებ როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ რომ შენ გაგიზიარონ.

რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოვების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოვება, მაგრამ ვინ გაცდის?“ – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here