მოდელი და ინფლუენსერი, ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილი ლიკუნა ხაჭაპურიძე მეუღლეს დაშორდა.
ლიკუნა გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ტირის. ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ:
„როცა ურთიერთობას ასრულებ, შენ არ კარგავ მხოლოდ მეორე ადამიანს, შენ კარგავ შენს გეგმებსა და მოლოდინებს, შენს ნაწილს, შენი ნაწილის იმ ვერსიას, რომელიც სხვა პერსონასთან ერთად არსებობდა და მის გარეშე ისეთივე ვეღარ იქნება. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გულგატეხილი, შენ დაკარგე არა მხოლოდ შენი მეწყვილე, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად იყავი. შენ გენატრება არა მხოლოდ ის ადამიანი, არამედ, შენი ნაწილიც“!..
ლიკუნა ყველას მოუწოდებს, რომ სირთულეების მიუხედავად, არასდროს დანებდნენ:
„რასაც არ უნდა გადიოდე ახლა, არ გაჩერდე, არასდროს დანებდე!..“,- წერს ლიკუნა.
ლიკუნას გამომწერები ამხნევებენ:
„რამდენი რამე მინდა დაგიწერო ლიკუ. ერთი იცოდე, ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება, იტირე ბევრი და ცრემლებს გაატანე ყველაფერი ცუდი, ეცადე ყველაფერში დაინახო კარგი, არ დანებდე და დაიჯერე, რომ ყველაფერი საუკეთესო წინაა. ძალიან ძალიან ბედნიერი უნდა იყო და იქნები დარწმუნებული ვარ“
„ლიკა, საოცარი გოგო ხარ. მიყვარხარ,- ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.