ვიდეო: „ღამის შოუს ბენდმა“ მსმენელს საზაფხული სიმღერა, „რია-რია“ შესთავაზა

ღამის შოუს ბენდი

„ღამის შოუს ბენდმა“ მსმენელს მორიგი საზაფხული სიმღერა, „რია-რია“ შესთავაზა.

კლიპი ბათუმშია გადაღებული.

სიმღერა საზაფხულო რიტმებითაა გაჯერებული და მსმენელს ცეკვისა და მხიარულების ხასიათზე აყენებს.

ახალ ნამუშევარზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა ბენდის ხელმძღვანელმა და სოლისტმა, გელა გნოლიძემ:

„ეს სიმღერა არ არის ახალი. ექვსი თვეა, რაც დავწერე, გვაქვს და ვინახავდი. კარგმა ხალხმა იმუშავა ამ სიმღერაზე, ჩვენი ბენდის წევრებმა, თავისთავად. გიტარაზე დაგვეხმარა ხვიჩა მაღლაკელიძე. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვინახავდით საზაფხულოდ. კლიპის იდეა ეკუთვნის მაკა ლომიძეს. მე მოვასმენინე უბრალოდ… კლიპი სასწრაფოდ, რეჟისორი, ოპერატორი, განათება, ხვალ მიდიხართ… – ასე გვითხრა.

როგორ ჩაიარა გადაღებამ?

რიარია და ჩქარი ტაში იყო…

„ღამის შოუს ბენდმა“ გამოსცა ალბომი, რომელსაც ჰქვია „რიარია“. სიმღერების პრემიერა შედგება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ეთერში. ალბომი უკვე ყველა ციფრულ პლატფორმაზეა განთავსებული.

Scroll to Top