25 აპრილს – ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში – SPARKS და Culture Forever- ის ორგანიზებით – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი ხორვატიელი პიანისტის – მაქსიმ მრვიცას კონცერტი გაიმართა.
პიანისტი და მისი შემოქმდებითი ჯგუფი, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, სრულიად ახალი საკონცერტო პროგრამით MAKSIM – Segment-ით წარსდგა მსმენელის წინაშე.
პიანისტმა აღნიშნა, რომ ქართველ მაყურებელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა. (უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში ქართველებთან ერთად, ბევრი უცხოელი მაყურებელიც იმყოფებოდა).
„მუსიკა შეიძლება გახდეს გაქცევა მკაცრი რეალობისგან, როგორც ეს იყო ჩემს შემთხვევაში“, – ამბობს ხორვატი მაქსიმ მრვიცა.
პიანისტმა მაყურებლის არნახული მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
საქართველოში პირველი კონცერტი მაქსიმ მრვიცამ თავის შემოქმდებითი ჯგუფთან ერთად 2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროგრამით MAKSIM – The Collection გამართა.