„ევროვიზია 2026“ – ის გამარჯვებული ბულგარელი პოპვარსკვლავი, 27 წლის დარა გახდა, თავისი ენერგიული სიმღერით – “Bangaranga”.
მეორე ადგილზე ისრაელის, ხოლო მესამეზე რუმინეთის წარმომადგენელი გავიდა.
ბულგარეთი ევროვიზიის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჯგუფი “ბზიკები” წარადგენდნენ. სამწუხაროდ ისინი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ და კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.




