ვიდეო: “ისეთი თვალებით მიყურებ, მეშინია, გამომიყვანეს ტირანი” – უკონტროლებს თუ არა გიორგი ვარდოსანიძე მეუღლეს ჩაცმულობას

0
1144

გიორგი ვარდოსანიძე მეუღლესთან მარიამ უშვერიძესთან ერთად ლელა წურწუმია გადაცემაში „სტუმრად ლელასთან“ იმყოფებოდა.

ლელამ წყვილს ჰკითხა, რომელიმე მათგანი თუ იყო ეჭვიანი.

კითხვას მარიამმა უპასუხა, რომ ოდავ ეჭვიანია გიორგი.

„ოდნავ მეტად არის გიორგი ეჭვიანი, ვიდრე მე. გამოკვეთილად არ არის თემა, რაზეც იეჭვიანებს, თითქოს უმნიშვნელო რაღაცაზე. ტანსაცმელი, მაგალითად…“

გიორგი:

„ზმანი“ ხო… რაღაცები ნერვებს მიშლის ხოლმე. არაფერს ვუკონტროლებ, მაგრამ ჩემს აზრს ვაფიქსირებ ხოლმე.

მარიამი:

„რაღაც მომენტში მეტყვის, გოგო რომ ვიყო, ამას არ ჩავიცამდიო. მიყვარს მოკლეების ჩაცმა, ვთვლი, რომ არ ვარ გამომწვევი, ეს, ალბათ, სიგამხდრის დამსახურებაა.

გიორგი:

„ვერ ვეტყვი, რომ არ ჩაიცვას, მაგრამ რად უნდა ამას შეფუთვა, არ „გამისწორდება“. უმეტესწილად ითვალისწინებს. არ მქონია მომენტი, რომ „დაგრუზულს“ მევლოს ამის გამო. მარიამი იცვამს შორტს, მე ვამბობ, უკეთესიც შეიძლებოდა. ქვეტექსტი ისაა, რომ არ მომწონს.

დღეს მკითხა იმაზე, რაც აცვია, მოგწონსო? უკეთესი ვერსიაც შეიძლება თქო ვუთხარი. მერე სხვა მანახა და ის მომეწონა. მაქვს უფლება, რაღაცები არ მომწონდეს“.

მარიამი:

„რეალურად მართლა მაინტერესებს, მიხდება თუ არა და ამიტომ მაინტერესებს მისი აზრი. არ ვკითხულობ იმისთვის, რომ თითი დამიქნიოს…“

“ისეთი თვალებით მიყურებ, მეშინია, გამომიყვანეს ტირანი” . – ამბობს გიორგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here