მსახიობმა და მომღერალმა, გიორგი თორაძემ, იმავე თორჩომ რიგით მეორე საავტორო ნამუშევარი შემოგვთავაზა და საინტერესო კლიპიც შემოგვთავაზა სიმღერაზე „გეწყინა?!“.
კლიპის ესთეტიკა ზოგიერთ მაყურებელს ვეს ანდერსონის ცნობილი ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ მოაგონა.
როგორც ყოველთვის, თორჩო ახლაც ორიგინალური და გამორჩეულია, როგორც ვიდეორგოლის, ასევე თავად მუსიკალური კომპოზიციის მიმართულებით – ორიგინალურია ტექსტიც და მუსიკალური გადაწყვეტაც.
ახალი კლიპის გადაღების დეტალებზე გიორგი თორაძემ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.