პირველი არხის საბავშვო მუსიკალური გადაცემა „რანინას” ეთერში ანასტასია ბერიშვილმა IT DON,T MEAN A THING შეასრულა.
10 წლის ანასტასიამ ჟიური შოკში ჩააგდო და ელა ფიცჯერალდი დაავიწყა.
„ერთადერთი, განუმეორებელი, ზებუნებრივი შესრულება“. – ასე შეაფასა ჟიურიმ ანასტასია.
საზოგადოებამ მოწონება კომენტარების სახით გამოხატა:
„მაგარი გოგო ხარ,
ურთულესი სიმღერა შეასრულე, გამარჯვება შენია“. – ვკითხულობთ ანასტასია ბერიშვილის ნამღერის კომენტარებში.
ანასტასია ფინალში გადავიდა და „რანინას“ 5 მონაწილესთან ერთად ფინალში, „საბავშვო ევროვიზიის“ საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს.