მომღერალი ნუცა თოფურია იუბილარია. მან საკუთარი დაბადების დღე სიმბოლურად აღნიშნა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც უკვე მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„დღეს ჩემი დაბადების დღეა!
მე და ანასტასია @annnasssssta პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით, ახლა ჩვენი საოცარი ქვეყნისთვის ვიბრძვით, აქაც ერთად!
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!“, – წერს ნუცა თოფურია საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, მომღერალმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, დაბადების დღის გრანდიოზულად გადახდა, როგორც ეს თავად ჰქონდა დაგეგმილი, გადაიფიქრა: „პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის. სულ მეტირება. პ.ს. საქართველო იყო არის და იქნება ევროპა!“.