2024 ევროვიზიაზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, წელს, შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.
რა მოლოდინები აქვს მომღერალს და როგორ შეარჩიეს ის „ევროვიზიაში“ მონაწიელობის კანდიდატად – ამ საკითხებზე ნუცამ გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
„ბავშვობიდან მინდოდა ევროვიზიაზე გასვლა, მაგრამ ყველაზე სწორი დრო არის ახლა – მე რაც გამოცდილება დავაგროვე აქედან გამომდინარე..
ბევრ ქვეყანაში უკვე მიცნობენ და ფანებიც მყავს, თან მხოლოდ ქართველები კი არ გგულშემატკივრობენ არამედ უცხოელებიც.. ყველა ელოდება და მინდა, რომ ეს მოლოდინი გავამართლო.
მოლაპარაკებები მიდიოდა ჩემსა და „პირველ არხს“ შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ჩამოვედი შევხვდი „პირველი არხის“ საპროდიუსერო ჯგუფს და შემდეგ გამოაცხადეს, რომ მე წარვადგენ ევროვიზიას.
ჩვენ გამოცხადებული გვაქვს სიმღერის კონკურსი, უამრავ სიმღერას ვიღებთ ყოველ დღე.
სიმღერა მინდა რომ იყოს ძალიან ცეცხლოვანი, არ მინდა ჰგავდეს ისეთ სიმღერებს როგორმაც უკვე გაიმარჯვა.. მინდა იყოს განსხვავებული, თუმცა დიდი შრომაა ამ ყველაფერში საჭირო.
როცა შენი თავის მაქსიმუმს აჩვენებ და ამას ყველა ხედავს, მაშინ სხვანაირი წარმატება მოდის ცხოვრებაში, გაიმარჯვებ თუა რა ეს სხვა საკითხია..
ეს იქნება ოქროს სამი წუთი, სადაც მსურს, ჩემი ნიჭი მაქსიმალურად ვაჩვენო, თუმცა არ მინდა იყოს ზედმეტი.
როდესაც წარმატებას აღწევ შენი ერთი ფეხის გადაბრუნების შემდეგაც შეიძლება დიდი აგრესია წამოვიდეს, მაგრამ ვცდილობ, ამაზე ერთი დღე ვინერვიულო და შემდეგ აღარ“.. – ამბობს ნუცა.