„ერთხელ ვიბადებით და ამ ცხოვრების მთავარი მიზანი და საზრდო სიყვარული და ამ სიყვარულით გარშემო ადამიანების ტკბობაა“ – თათია შარანგიას და ჯარჯი თორაძის ემოციური მადლობა

0
2274

სიყვარულით გარშემო ადამიანების ტკბობაა.

გრანდიოზული ქორწილის შემდეგ თათია შარანგიას მეუღლე ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ჯარჯი მისი და თათიას ბედნიერების გაზიარებისთვის მადლობას იხდის და ცნობილ მეუღლეს საჯაროდ უხსნის სიყვარულს.

„მე ვზეიმობ სიხარულს, მე ვზეიმობ სიყვარულს, მე ვარ ბედნიერი. მე ვარ გამარჯვებული, მე სიყვარული ვიგრძენი და შევიგრძენი ბოლომდე! გმადლობ თა, შენ ამ ყველაფრისთვის! ჩემი ცხოვრება შედგა! მიყვარხარ! ჩვენ გავიმარჯვეთ! სიყვარულმა გაიმარჯვა! დიდი მადლობა ყველას ვინც ეს დღე გაიზიარა ჩვენთან ერთად და ასე ლამაზად ჩაატარა (ვერასდროს რომ ვერ წარმომედგინა)
ლამაზი დღეები მთელი ცხოვრებაა!

თათი შენ განუმეორებელი ხარ!

ჩვენ ბევრნი ვართ! ძლიერები ვართ!

მადლობას გიხდით ყველას, ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ!

თა მიყვარხარ! გილოცავ ჩვენს დღეს! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“ – წერს ჯარჯი თორაძე.

ემოციურ სტატუსს აქვეყნებს თათია შარანგია და ყველას მადლობას უხდის.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ღმერთს! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, არაჩვეულებრივი მეორე ნახევრობისთვის. მადლობა ჩვენს შვილებს, მშობლებს, და-ძმას, ჩვენს ფანტასტიკურ მეგობრებს. მადლობა თქვენ მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის. ერთხელ ვიბადებით და ამ ცხოვრების მთავარი მიზანი და საზრდო სიყვარული და ამ

სიყვარულით გარშემო ადამიანების ტკბობაა. ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ნაბიჯების და ნურც მარტოობის, სიყვარული აუცილებლად მოვა ჩვენთან, თუ ეს გრძნობა გვწყურია.

მადლობა არ დამელევა… მიყვარხართ ❤️

All you need is LOVE 🤍♾️

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here