„დილამ მშვიდობისა საქართველო“ 10 წლის გიორგი კორკოტაშვილს გვაცნობს, რომელიც ქართულ ფოლკლორზეა შეყვარებული.
გიორგი ჯერ 10 წლისაა და სტუმრებს უკვე ტრადიციული სიმღერითა და სუფრით მასპინძლობს.
„თავიდანვე ვიცოდი, რა ჭრის გოგოებზე და შევედი სიმღერაზე… მე კახელი ბიჭი ვარ და მიყვარს კაი მწვადი, კაი ხაშლამა, მოჩალჩული აჯაფსანდალი…“, ამბობს უსაყვარლესი ბიჭუნა და აღნიშნავს, რომ ყველა კახელს უყვარს მწვადის შეწვა.
ის ასევე ამბობს, რომ სტუმრებს ჩოხით ხვდება.
„ზოგადად სიმღერა კარგია, ქეიფიც კარგია, მაგრამ თუ ორივეს ერთად შეაერთებ, კარგი გამოდის..“
მისი თქმით, დამოუკიდებელი ბიჭია. რუსთავიდან თბილისში რეპეტიციებზე მარტო დადის“
„ერთი იმის მეშინია, პოპულარული რომ გავხდები, ფუტკრებივით რომ დამესევიან გოგოები, მაგრამ არაუშავს, მაგასაც ავიტან“, – ამბობს გიორგი.