ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკა“ სტუმარი იყო.
მომღერალმა ნანუკას დახმარებით ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ „კალოშებით“ წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს, სადაც გინდა“, – ამბობს ბარბარა სამხარაძე.
მისი თქმით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი, ჩაცმის კომპლექსი ჰქონდა.
„ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა. ” – ამბობს ბარბარა სამხარაძე.
გადაცემიდან ცნობილი ხდება, რომ მომღერალმა 56 კგ დაიკლო.