ფეხბურთელ გიორგი მამარდაშვილის მეუღლე, მოდელი ელენე ეპიტაშვილი ჟურნალ „სითის“ გარეკანზეა. ულამაზესმა ელენემ ინტერვიუში სხვა და სხვა თემები მიმოიხილა.
– სად და როდის შეხვდით ერთმანეთს?
⁃ მე და გიორგიმ 2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.
– რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?
– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.
– როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?
– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია. მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა.