დღეს არკადია საქართველოში (ყოფილი რიტუალების სასახლე) Teklas’s Pets -ს პირველი საავტორო ჩვენება გაიმართება

ოთხფეხა მეგობრების სამოსი

დღეს არკადია საქართველოში (ყოფილი რიტუალების სასახლე) ტარდება Teklas’s Pets -ს პირველი საავტორო ჩვენება, სადაც მონაწილეობას იღებენ Teklas’s Pets – ის ერთგული მომხმარებლები და მეგობრები.

ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა Teklas’s Pets -მა ყველაფერი 2020 წელს, კოვიდის პერიოდში დაიწყო. 

„ჩვენ გვყავს 8 ოთხფეხა მეგობარი და პირველი კოლექციაც შეიქმნა მათთვის,  ჩემი ძმა არის დიზაინერი და სამოსი იქმნება ძალიან  ძვირფასი  ქსოვილებით, კოლექციის შექმნის შემდეგ გვრჩებოდა ქსოვილის ნარჩენები და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის შემექმნა სამოსი, რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი და ყურადღება და ასე დაიწყო ჩემი როგორც Tekla’s Pets ის ლამაზი ისტორია.“ – ამბობს Teklas’s Pets -ის დამფუძნებელი თეკლა თვალავაძე.

დიზაინერის თქმით, „რადგანაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ყველას აქვთ განსხვავებული თმის სტრუქტურა, ცდილობენ, ქსოვილი იყოს ანტიალერგიული.

„ვცდილობთ, რომ ქსოვილი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და რაც მთავარია, ანტიალერგიული. გარდა საერთო კოლექციისა, ვქმნით ასევე ინდივიდუალურ სამოსს ჩვენს პატარებზე, დიზაინის შექმნისას კი აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ ტანზე იყოს მორგებული და კომფორტული

სამომავლოდ ჩემი დიდი სურვილია, რომ  ბრენდი  გასცდეს საქართველოს საზღვრებს და გახდეს ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც Tekla’s Pets  Made in Georgia.

Tekla’s Pets შექმნილია სიყვარულით“, – ამბობს თეკლა თვალავაძე.

Scroll to Top