„დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი“ – როგორ დაეხმარა სოფიკო ჭიაურელი ნინო სურგულაძეს

0
140

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში სოფიკო ჭიაურელის ფოტოს აქვეყნებს და იხსენებს ამბავს, რომელმაც მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას…კინოს და უბრალოდ ქალაქს. დიდი სოფიკო ჭიაურელი.

დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მალევე სახლში მიმიწვია მან და კოტემ სტუმრად ფიქრის გორაზე…სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა შემდგომ ჩემი გადაწყვეტილება რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა ნინო მოდიო, შენ უნდა იყო ამ საღამოზე ჩემთანო და კარმენი უნდა იმღეროო…

მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და მასთან კი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კარმენი სტუმრობდა. გული გადამიქანდა.. როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო თქო ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილით და სითბოთი ამავდროულად ისე მესაუბრა, რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც. ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი… რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო…

მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და ამავდროულად სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი.. განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“. – წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here