„გული დამწყდა“ – როგორ უმკლავდება ბაბი კირკიტაძე სასცენო ჩაცმულობის გამო მიღებულ კრიტიკას

0
12932

ბაბი კირკიტაძე „ინსტაგრამზე“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე თუ როგორ უმკლავდება მომღერალი საკონცერტო ჩაცმულობის გამო მიღებულ კრიტიკას, ბაბი პასუხობს, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, თუმცა რა ფორმითაც მისი ჩაცმულობა გააკრიტიკეს გულდასაწყვეტია.

„ყველა ადამიანი არის თავისუფალი, აქვს უფლება ეცვას ის, რაც უნდა, ატაროს ისეთი ვარცხნილობა, როგორიც სურს და ისეთ წონაზე იყოს, როგორზეც უნდა.

იმ ფორმით რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა, ამაზე გული დამწყდა..

ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და ალბათ როგორ აკლიათ სიყვარული..  ამაზე ვერ ვბრაზდები,“- ამბობს „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს კლუბ „მონოჰოლში“ „ღამის შოუს ბენდის“ მორიგი კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ბაბი კირკიტაძის ჩაცმულობა სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here