გაცოცხლებული სურათები: „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ – იტალიის საელჩომ საქართველოში ხელოვნების მოყვარულებს საჩუქარი მოუმზადა

0
23
იტალიის საელჩო
იტალიის საელჩო

იტალიის საელჩომ საქართველოში ხელოვნების მოყვარულებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა – ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისში ბრუნდება, მაგრამ ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით, რომელშიც თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული.

20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტული თეატრალური დასი “Teatri 35” კამპანიის რეგიონიდან 19 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს (დასაწყისი: 20:00სთ), რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობები (გაეტანო კოჩა, ფრანჩესკო დე სანტისი, ანტონელა პარელა, ნიკოლა ვარალო, ანდრეა ლოფა, ვიტორია რეინა ნეგრი და მარტინა მირკო) იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ხელოვნებას ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლებენ.

წარმოდგენა გაიმართება ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, შესანიშნავი ქართველი თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი და ნიჭიერი აზერბაიჯანელი კონტრტენორი ილჰამ ნაზაროვი შეასრულებენ.

თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ჩაატარებს. სპექტაკლის საქართველოში წარდგენა იტალიის საელჩოს მიერ 2024 წელს ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების სპონსორის, თიბისი ბანკის დახმარებით ხორციელდება. ეს შთამბეჭდავი სპექტაკლი ხელოვნების ახლებურად დანახვისა და აღქმის უნიკალური შესაძლებლობაა. არ გამოტოვოთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here