გათხოვდა თუ არა ეკა კვალიაშვილი: „ერთი დავწერე, რომ ვითომ დავქორწინდი“

0
621

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გათხოვდა.

პოსტს უამრავი გამოხმაურება და მილოცვები მოჰყვა.

მოგვიანებით, მომღერალმა თავადვე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გაგიხარდათ ჩემი გაბედნიერება, მაგრამ რას მილოცავთ ხალხნო? რას? ნებისმიერი რაღაც რომ გითხრათ, ვთქვათ, თქვენ ეს საფრთხე გემუქრებათ, აუცილებლად მეტყვით, სად, დაგვიმტკიცე..

ერთი დავწერე, რომ ვითომ დავქორწინდი.. თავის თავს ატყუებენ ადამიანები, მე არავინ მომიტყუებია, უბრალოდ არ მომეწონა სტატუსი გაშორებული, მარტოხელა არ მინდა და თავად ფეისბუკმა ამოაგდო – დაქორწინდა“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here