გავრცელებული ინფორმაციით, დუტა სხირტლაძემ „იმედი“ დატოვა

0
127
დუტა სხირტლაძე
დუტა სხირტლაძე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა დუტა სხირტლა­ძემ და­ტო­ვა.

ამ დრო­ის­თვის მსახიობს ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს.

დუტა სხირტლა­ძის მიერ არ­ხის და­ტო­ვე­ბას მედიასთან ადასტურებს მისი მე­უღ­ლე, მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილ­ი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბამ­დე, მსა­ხი­ობ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­დაც 18 წლის ახალ­გაზ­რდის და­კა­ვე­ბას და მის­თვის 12 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას აპ­რო­ტეს­ტებს.

თუმ­ცა ამ სტა­ტუს­ში არ­ხის და­ტო­ვე­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.


„ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ქვეყანა ამათია. შვილებისაა. ვიღაცები “ბანდერლოგებს” უწოდებენ.. აი, ამათ… ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას, თავისუფლებაში დაბადებულებს.
ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ… ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი… ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს”, – წერს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here