გადასარევია ცხოვრება საყვარელ მამაკაცთან, მაგრამ ასევე ბედნიერია ცხოვრება მის გარეშე – ანი გიუნტერი

0
430

ტელეწამყვან ანი გიუნტერის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი ტკივილი იყო.ჯერ დედა გარდაეცვალა, რამდენიმე თვეში კი მამიდა. მიუხედავად ასეთი დანაკარგებისა, ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. „სარკესთან“ საუბარში ანი გიუნტერი მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.  

„არ იფიქროთ, ის ადამიანი ვარ, რომელიც ბედნიერებას მხოლოდ შვილებში პოულობს. უბრალოდ მე მიყვარს თვითონ სიყვარული. მიყვარს ერთგულება ამ გრძნობაში და ამას ბევრი ჩემი მეგობარი აღნიშნავს. არასდროს გამჩენია სურვილი, თუნდაც ერთი ესემესი მიმეწერა მაშინ, როდესაც ჩემ გვერდით იყო ღირსეული მამაკაცი. 

უპირობო სიყვარული არსებობს მხოლოდ შვილებთან და მშობლებთან. სიყვარულში თავს არასდროს დავკარგავ, რომ მის გარეშე უბედური ვიყო. თუკი ოდესმე მიტირია და განმიცდია, ეს სიყვარულისა და ბედნიერების გამო მომხდარა და არასდროს რომელიმე კონკრეტული მამაკაცის გამო. გადასარევია ცხოვრება საყვარელ მამაკაცთან, მაგრამ ასევე ბედნიერია ცხოვრება მის გარეშე“. – ამბობს ანი გიუნტერი „სარკესთან“ საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here