მომღერალი გელა დონაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემას „შუადღე“ სტუმრობდა.
მომღერალმა სახალისო ამბავი გაიხსენა, როცა საქართველოს პატრიარქი მას აჭარულის ცეკვას სთხოვდა ხოლმე:
„ბოლო დაბადების დღეზე, როდესაც „ბასიანის“ მგალობლები ვიყავით, გვთხოვა, „ბერიკაცი ვარ“ შეასრულეთო… აჭარული უყვარდა ძალიან. სულ მე მაცეკვებდა. არ ვიცოდი ცეკვა ასე კარგად, მაგრამ მეტყოდა ხოლმე, გელა, გადმოხტი… რაიმე ილეთი თუ ვიცოდი, ყველაფერს ვაკეთებდი…“ – იხსენებს გელა დონაძე.




